უეს ანდერსონი
შეაფასეთ ფილმი

უეს ანდერსონი

ფილმის სიუჟეტი

უეს ანდერსონი (ინგლ. Wes Anderson; დ. 1 მაისი, 1969, ჰიუსტონი, აშშ) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მსახიობი. ორჯერ, 2011 და 2012 წლებში მიიღო ოსკარის ნომინაცია საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის.
2014 წელს გამოვიდა ანდერსონის ახალი ფილმი „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“, რომელმა ბერლინის 64-ე კინოფესტივალზე მიიღო ვერცხლის დათვი. ფილმის სასტუმროზე და მათ ბინადრებზე მოგვითხრობს. მთავარ როლებს ბილ მარი, ჰარვი კეიტელი, ედრიენ ბროუდი, ოუენ უილსონი და რეიფ ფაინზი ასრულებენ.

უეს ანდერსონის ფილმოგრაფია

უეს ანდერსონის ფილმები მაყურებელს თავისი ღრმა შინაარსით, შთამბეჭდავი ისტორიებით, ულამაზესი კადრებით, სივრცითა და ფერადოვნებით ამახსოვრდება. გამოცემამ Vogue, რეჟისორის ყველაზე ლამაზი ფილმები დაასახელა

The Grand Budapest Hotel ( 2014 ) უეს ანდერსონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ექსტრაორდინალური ფილმია, რომელშიც მოქმედება ძველ, სტილიზებულ სასახლეში ვითარდება. ადგილი, თითქოს პირდაპირ რეჟისორის წარმოსახვიდან  ეკრანზე გადმოიტანეს, თუმცა ასეთი სივრცე მართლაც არსებობს. ამ ადგილს Görlitzer Warenhaus ჰქვია და ის ყველაზე ძველი სავაჭრო ცენტრია გერმანიაში. 

ფოტო: vogue

Moonrise Kingdom (2012)

ფილმში მოქმედება 1965 წელს, ახალ ინგლისში ვითარდება. მოზარდებს სიუზისა და სემს ერთმანეთი შეუყვარდებათ და საიდუმლოდ გაიპარებიან, რითაც მშობლებს აღაშფოთებენ. ეს არის ფილმი, რომელიც გვიხატავს ბავშვობის სურათს დაკარგული ოცნებებითა და  თავისუფლების დაუმორჩილებელი წყურვილით. 

ფოტო: vogue


The Darjeeling Limited ( 2007 ) -ში მაყურებელი პერსონაჟებთან, 3 ძმასთან ერთად ჩრდილოეთ ინდოეთში, აღმოსავლური სუნელების ფერებში გადაწყვეტილი მატარებლით მოგზაურობს. ფილმში, უეს ანდერსონი  აღმოსავლეთის ესთეტიკას არაჩვეულებრივად გადმოსცემს. 

ფოტო: vogue

The Royal Tenenbaum (2001)

ეს ფილმი ერთი ბრწყინვალე მომავლის მქონე ოჯახის, რომელიც მშობლების განქორწინების შემდეგ ინგრევა, ამბავს გვიყვება. სურათი საინტერესო და ემოციური სიუჟეტის გარდა, ულამაზესი ატმოსფეროთი, ბინის ინტერიერითა და კოსტუმების დიზაინით შეუძლებელია არ დაგვამახსოვრდეს. 

ფოტო: vogue

Hotel Chevalier (2007)

უეს ანდერსონის მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელშიც ჭარბობს ყვითელი, რაც სახასიათოა რეჟისორის სხვა ფილმებისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ სურათმა კრიტიკა დაიმსახურა, შეუძლებელია ყურადღების მიღმა დარჩეს მკვეთრი ფერები, ფილმის ვიზუალური ნაწილი და შესანიშნავი გაფორმება. 

Castello Cavalcanti (2013)

უეს ანდერსონის მოკლემეტრაჟიანი ფილმი Castello Cavalcanti, Prada Classics-ის სერიებისთვის,  კომპანიამ Prada გამოუშვა. ფილმი მაყურებელს რეჟისორის წარმოსახვაში ამოგზაურებს, რომელიც ამჯერად ისე გამოიყურება, როგორც  1950-იანი წლების იტალია. 

ფოტო: vogue

The Life Aquatic with Steve Zissou (2005)

უეს ანდერსონის კიდევ ერთი აღსანიშნავი ფილმი, რომელშიც მოქმედება ოკეანეში, ყვითელ წყალქვეშა ნავზე ვითარდება. მთავარ როლებს სურათში ქეით ბლანშეტი და ბილ მიურეი ასრულებენ. სიუჟეტის მიხედვით, ექსცენტრიული ოკეანოგრაფი (ბილ მიურეი) მეზღვაურთა ჯგუფის ხელმძღვანელია, ხოლო ახალგაზრდა ჟურნალისტი (ბლანშეტი) მის წყალქვეშანავზე ცოლიანი კაცისგან დაორსულებული, საკუთარ მდგომარეობაშ გარკვევას ცდილობს. 




  • ქვეყანა: აშშ
  • FACEBOOK კომენტარები
    ბოლოს ნანახი